დღეს გამოაქვეყნდა 12 სასულიერო პირის და ეკლესიასთან დაკავშირებული ოცამდე ადამიანის, თეოლოგების მოწოდება, ძალიან კარგი მოწოდება და მადლობა მინდა, ვუთხრა მათ.
მათ პირდაპირ თქვეს - დღეს მსახურება ადამიანის მიმართ, მსახურება უფლის მიმართ არის არა ეკლესიაში ყოფნა, არამედ, სახლში დარჩენა, რომ ამით გავაჩეროთ ინფექციის გავრცელება.
ინფექცია რომ ყველა ადამიანზე გადადის და არ ცნობს სასულიერო პირს, რელიგიას, ათეისტს და მორწმუნეს, ეს კარგად გამოჩნდა იქიდანაც, რომ არაერთი სასულიერო პირია დაინფიცირებული მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც