ახალი კორონავირუსი საქართველოში

ექიმი ბექა ბახტაძე: სახლში დარჩენაზე უკეთესი იარაღი არც ერთ ქვეყანას აქვს

არ არის საუბარი უშუალოდ ინსტიტუციაზე ან ვინმეს რელიგიურ ხედვაზე, აქ არ არის საუბარი ურწმუნოსა და მორწმუნეს შორის, საუბარია უშუალოდ შენობაზე, სადაც იკრიბება ხალხი, სადაც ვენტილაცია არ არის საკმარისი. ასევე, ვერავინ დამაჯერებს, რომ 2000 და 3000 კაცი დისტანცირებას მოახდენს, თუნდაც 12 და 15 საათის განმავლობაში და ერთმანეთს არ შეეხებიან. ჩემი, როგორც ექიმის და მეცნიერის პოზიცია არის მყარი, და მოვუწოდებ ნებისმიერ სხვა ექიმს საქართველოში, გამოხატოს ძალიან მკაფიო მესიჯი, რომ აუცილებელია სახლში დავრჩეთ. არავინ იცის დღეს, რომ თუნდაც ის 2 მეტრიანი დისტანცია 100%-ით იცავს ხალხს. რა თქმა უნდა, უკეთესია ვიდრე ფიზიკური კონტაქტი, მაგრამ სახლში დარჩენაზე უკეთესი იარაღი არც ერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას არ აქვს.

მგონი, იმ ზღაპრების არავის სჯერა, რომ საქართველოს აქვს ის რესურსი, რომელიც საკმარისი იქნება თუ ეს დაავადება უკონტროლო გახდა, გაუმკლავდეს. პიკის მოდელირება ხდება ყოველდღიურ მონაცემებზე დაყრდნობთ.

ჩვენ თუ ხვალ გვექნება 200 ახალი შემთხვევა, ეს პიკი სრულიად სხვანაირი შეიძლება გახდეს.

პიკზე მისვლა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მორჩა, მთაზე ასვლა და ჩამოსვლა დაახლოებით ერთი და იგივე სირთულესთანაა დაკავშირებული. პიკის შემდეგ შემთხვევების რაოდენობა მცირედ იკლებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უკან მოვიტოვეთ და გარეთ გამოვიდეთ

თქვა ექიმმა ბექა ბახტაძემ რუსთავი 2-ის ეთერში. ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წირვა-ლოცვას მრევლთან ერთად ატარებს.

კომენტარები