ე.წ საოკუპაციო ხაზის გადმოწევა

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ტახტისძირთან საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს

radiotavisupleba.ge

რუსმა ოკუპანტებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირთან საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს. ინფორმაცია ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

"მიმდინარე წლის 17 აპრილს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ტახტისძირის მიმდებარედ განახორციელეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. მსგავსი უკანონო აქტივობები, მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივების ყოველდღიურობას", -ამბობენ სუს-ში. 

სუს-ის ინფორმაციით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშრის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები.

კომენტარები