პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ ხალხს საკვები პირადად დაურიგეს - ვიდეო

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ლოს-ანჯელესში იმყოფებიან და ახალი კორონავირუსით დაზარებულ ოჯახებს საკვებს პირადად ურიგებენ.

TMZ-იმ ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ წყვილს პირბადეები და ხელთათმანები უკეთია და სახლებში ისე მიდიან.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ლოს-ანჯელესში დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის "Project Angel Food"-ისთვის მუშაობენ და გასული კვირის განმავლობაში უკვე 20 ოჯახში მიიტანეს რამდენიმე კვირის სამყოფი საკვები.

საქველმოქმედო ორგანიზაცია ამ პერიოდში იმ ოჯახებს ეხმარება, რომლებსაც დაბალი შემოსავალი აქვთ ან ოჯახის წევრებს ქრონიკული დაავადებების გამო სახლის დატოვება არ შეუძლიათ.

"მათ ძალიან ჩვეულებრივად ეცვათ. ასეთი ადამიანების შენს კართან დანახვას არ ელი", - ამბობს ერთ-ერთი იმათგანი, ვისაც პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დაეხმარნენ.

კომენტარები