ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ მეორე საგამოფენო ცენტრი საავადმყოფოდ გადააკეთეს. სამუშაოებში 500 სამედიცინო პერსონალი და სამხედროები იყვნენ ჩართულნი.
ბრიტანეთის მეორე ყველაზე დიდ ქალაქში, ბირმინგემში საგამოფენო ცენტრის საავადმყოფოდ გადასაკეთებლად 8 დღე დასჭირდათ.
საავადმყოფო პრინცმა უილიამმა ვირტუალური ჩართვით გახსნა.
შენობაში 500 საწოლია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში მათი რიცხვის გაზრდა 1 500-მდეა შესაძლებელი.
თავდაპირველად, ლონდონში 2 აპრილს ExCel-ის საგამოფენო ცენტრი საავამყოფოდ გადააკეთეს.
ქვეყანაში კიდევ ხუთი მსგავსი საავადმყოფოს გახსნას აპირებენ - ჯამში 7.
15 აპრილის მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში ახალი ვირუსით დაავადების 99 455 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვლილია 12 868 პაციენტი. ქვეყანაში ვირუსის გამოსავლენი ტესტი 398 916 პირს ჩაუტარდა.