კორონავირუსი საქართველოში

მეუფე იაკობი: ადამიანები რობოტებად არ უნდა ვაქციოთ, ვიღაც იმასაც დაიჯერებს, რომ არ მოვიდეს

მრევლი, ვინ მოვა, თვითონ იღებს პასუხისმგებლობას. თვითონ უნდა გადაწყვიტოს ადამიანმა, მივა თუ არ მივა. აბსოლუტურად თავისი გადასაწყვეტია. 

ოდესმე გინახავთ, მრევლისთვის მითქვამს, აუცილებლად მოდით ეკლესიაშიო? არც მაგი არ მითქვამს არასდროს [სახლში დარჩენა]. 

თავისუფალი არჩევანის საშუალება აქვს ყველა ადამიანს, რობოტი არ არის, რა. რობოტებად არ უნდა ვაქციოთ ამ კორონავირუსის გამო. ვიღაც იმასაც დაიჯერებს, რომ არ მოვიდეს. ვინც მოვა, მოვა. თვითონ რა არჩევანსაც გააკეთებენ, ის უნდა გააკეთონ. მე შემიძლია ჩემს თავზე პასუხისმგებელი ვიყო, მივიდე თუ არ მივიდე. ასევე, ნებისმიერი ქრისტიანი თავის თავზეა პასუხისმგებელი, მივა თუ არ მივა.

ამბობე ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი. სტილი დაცულია.

კომენტარები