ეკლესია და კორონავირუსი

პატრიარქი ილია მეორე დიდი ხუთშაბათის წირვის შემდეგ ფეხთბანვის წესს არ შეასრულებს

პატრიარქი ილია მეორე დიდი ხუთშაბათის წირვის შემდეგ ფეხთბანვის წესს არ შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას ჟურნალისტს სამებაში დაუდასტურეს. 

სამებაში დიდი ხუთშაბათის წირვას პატრიარქი აღავლენს. 

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის პრევენციისთვის გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფონზე, 15 აპრილს მთავრობამ და საპატრიარქომ გადაწყვიტეს, რომ სააღდგომო ლიტურგიას დიდ ტაძრებში მრევლიც დაესწრება. 

კომენდანტის საათი და მისი დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა ძალაში რჩება. აღდგომის ღამეს მრევლი ტაძრებში საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00-საათამდე უნდა დარჩეს.

ეკლესიებში წირვა-ლოცვა ჩვეულ რეჟიმში ტარდებოდა მანამდეც და მრევლი ერთი კოვზით ეზიერებოდა.

ქვეყანაში აკრძალულია სამ ადამიანზე მეტის შეკრება და შესაბამისი ჯარიმებიც მოქმედებს, მაგრამ ეკლესიებში ხალხმრავლობებზე მთავრობა არ რეაგირებს. 

კომენტარები