ეკლესია და კორონავირუსი

სამების ტაძარში დიდი ხუთშაბათის წირვას პატრიარქი აღავლენს

სამების ტაძარში დიდი ხუთშაბათის წირვა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პატრიარქი ილია მეორე აღავლენს. სამებაში შეკრებილები არიან ეპისკოპოსებიც.

როგორც უკვე ცნობილია, სამებაში ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება სააღდგომო ლიტურგიაც. მთავრობამ და საპატრიარქომ იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ აღდგომის ღამეს დიდ ტაძრებში ლიტანიობას მოქალაქეებიც დაესწრებიან.

სააღდგომო წირვას პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.

კომენდანტის საათი და მისი დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა ძალაში რჩება. აღდგომის ღამეს მრევლი ტაძრებში საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00-საათამდე უნდა დარჩეს.

წირვები ჩვეულ რეჟიმში ტარდებოდა დღევანდელ დღემდეც, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა და კარანტინია გამოცხადებული და სამ ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია, ხელისუფლება ტაძრებში არსებულ ხალმხრავლობაზე არ რეაგირებს.

კომენტარები