კანის საერთაშორისო კინოფესტივალი

კანის კინოფესტივალი ივნისში არ გაიმართება

aa.com

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარე წლის ივნისში არ გაიმართება. 

ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო მაისში დაგეგმილი, რიგით 73-ე კანის კინოფესტივალი ორგანიზატორებმა ივნისში გადაიტანეს, თუმცა პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით ივლისის მეორე ნახევრამდე საფრანგეთის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ჩატარება აიკრძალა.

როდის გაიმართება კანის ფესტივალი, ამ ეტაპზე უცნობია. ღონისძიების ხელმძღვანელმა ტიერი ფრემომ კინოცერემონიალის ონლაინ რეჟიმში გამართვაზე კატეგორიული უარი თქვა. მისი აზრით, ფილმებს დიდი ეკრანისთვის იღებენ და არა მობილური ტელეფონებისთვის. 

კომენტარები