ცნობილი ადამიანები

GOT-ის მსახიობი, კრისტოფერ ჰივიუ, ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

კრისტოფერ ჰივიუ ტორმუნდის როლში.

Game of Thrones-ში ტორმუნდის როლის შემსრულებელი, კრისტოფერ ჰივიუ, ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

41 წლის ნორვეგიელმა მსახიობმა ორშაბათს ინსტაგრამზე დაწერა, რომ ის და მისი ცოლი სრულად განიკურნენ და თავს კარგად გრძნობენ.

"მას შემდეგ, რაც მე და ჩემს ცოლს ახალი კორონავირუსი დაგვიდგინდა, ჩვენ სრულად გამოვჯანმრთელდით და თავს კარგად ვგრძნობთ. რამდენიმე კვირა კარანტინში და იზოლაციაში გავატარეთ, ახლა სიმპტომებისგან სრულად გათავისუფლებულები ვართ", - წერს მსახიობი.

კრისტოფერ ჰივიუმ ხალხს კეთილი სურვილებისთვის მადლობა გადაუხადა.

"იღბლიანები ვიყავით, რადგან Covid-19-ის სუსტი სიმპტომები გვქონდა. ჩვენ ვუგზავნით სიყვარულს მათ, ვისაც ვირუსი უფრო მწვავე ფორმებში აქვს და ასევე მათ, ვინც ამის გამო საყვარელი ადამიანები დაკარგა", - წერს მსახიობი.

კრისტოფერ ჰივიუსა და მის ცოლს ახალი კორონავირუსი 16 მარტს დაუდგინდათ.

კომენტარები