ახალი კორონავირუსი საქართველოში

ნადირაშვილი: დღეს გახარიამ პილატესავით დაიბანა ხელები

გახარიამ პილატესავით დაიბანა დღეს ხელები.

დღეს მივხვდით, საბოლოოდ, რომ საპატრიარქოსთვის ყველაზე მაღლა საკუთარი ინტერესია, რომელსაც ადამიანებისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაც ვერ გადაწონის.

დავრწმუნდით, რომ ხელისუფლებას მხოლოდ სუსტის დაჩაგვრა შეუძლია, მაგალითად, ეკლესიასთან მდგარი ტიტების გამყიდველის.

ხელისუფლებას არ შეუძლია საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვა და უსინდისოდ ცდილობს, ამაზეც პასუხისმგებლობა რიგით მოქალაქეებს აკიდოს

დაწერა ევროპული საქართველოს წევრმა, ირმა ნადირაშვილმა ფეისბუქზე. საქართველოს პრმიერმინისტრმა Covid 19-ის გავრცელების პრევენციის მოტივით საგანგებო მდგომარეობის ზომები გაამკაცრა, თუმცა, ტაძრებში საეკლესი დღესასწაულებზე წირვა-ლოცვაც ჩატარდება და მრევლი ერთი კოვზითაც ეზიარება. გახარიამ თქვა, რომ პასუხისმგებლობა მრევლმა უნდა აიღოს.

კომენტარები