ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საერთაშორის სავალუტო ფონდმა გლობალური ეკონომიკის საპროგნოზო დოკუმენტი World Economic Outlook-ის განახლებული ვერსია გამოაქვეყნა. ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება. 

ეკონომიკური შოკისა და შემცირებული მოხმარების ფონზე, ფონდი ინფლაციის მაჩვენებლის 4,6%-მდე შემცირებას ვარაუდობს. ამის პარალელურად, ფონდი ვარაუდობს, რომ საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტი მიმდინარე წელს 10%-მდე გაიზრდება. 

ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის აღდგენა 2021 წლიდან დაიწყება და სავარაუდოდ, მომავალ წელს 3,7%-იანი ზრდა იქნება. ამავე წელს, ფონდის პროგნოზით, 3,6%-მდე შემცირდება ინფლაციის მაჩვენებელი. 

ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს ეკონომიკა რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყანაში შემცირდება, მათ შორის საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ სახელმწიფოებში. პროგნოზი რეგიონის მიმართულებით შემდეგნაირად გამოიყურება:

  • თურქეთი — კლება - 5%;
  • რუსეთი — კლება - 5.5%;
  • აზერბაიჯანი — კლება - 2.2%;
  • სომხეთი — კლება - 1.5%;
  • უკრაინა — კლება - 7.7%.

კომენტარები