ახალი კორონავირუსი საქართველოში

ლეიბორისტები: 3-კაციანი ღონისძიება აქციად ჩათვალეს და 9000 ლარით დაგვაჯარიმეს

ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მთავრობის კანცელარიის წინ გამართული 3-კაციანი ღოისძიების გამო 9 000 ლარით დააჯარიმეს.

"ეს არის ღონისძიება, რაც მთავრობამ აქციად ჩაგვითვალა და ჯამში 3 ადამიანი 9000 ლარით დაგვაჯარიმა. აი, სამართალი და დემოკრატია!", - წერს პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი მიშა ქუმსიშვილი.

საქართველოში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის დროს, რომელიც 21 აპრილამდეა გამოცხადებული, იზღუდება ნებისმიერი სახის შეკრება, მანიფესტაცია და ადამიანების თავშეყრა, გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღევის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 15 000 ლარის ოდენობით. შეზღუდვის განმეორებით დარღვევა კი სისხლის სამართლის დანაშაულია და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

რა შეზღუდვები მოქმედებს საქართველოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე, სრულად ნახეთ აქ.

კომენტარები