კორონავირუსი და ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ტვ პირველისათვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში დაინფიცირებული თავად ამბობს, რომ საპატრიარქოს დაცვაში მუშაობს. ის აღნიშნავს, რომ საპატრიარქოში ბოლოს ორი დღის წინ იყო. მისივე თქმით, არ იცის ვირუსი საიდან გადაედო.

დაინფიცირებული კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლედანაა. ის ყვება, რომ ორი კვირის განმავლობაში სოფელში ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. მისი თქმით, შეხება არ ჰქონია სასულიერო პირებთან.  

შიდა ქართლის გუბერნატორის გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და შესაძლო კონტაქტებს ადგენენ. 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი ერთერთ სასულიერო პირსაც დაუდასტურდა. საპატრიარქოში ადასტურებენ, რომ დაინფიცირებულმა მღვდელმა რამდენიმე დღის წინ თბილისის ერთერთ ეკლესიაში წირვა ჩაატარა.

 

კომენტარები