კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: 2 ქალი გამოჯანმრთელდა, ისინი რამდენიმე საათში დატოვებენ კლინიკას

ფორმულა

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, კორონავირუსისგან ორი ქალი გამოჯანმრთელდა და ისინი კლინიკას რამდენიმე საათში დატოვებენ. 

"62 წლის ქალი, რომლის მდგომარეობა შემოყვანისას იყო ტერმინალური, გამოჯანმრთელდა და რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას. ასევე გვყავს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული, 65 წლის ქალი"- თქვა რატიანმა. 

საქართველოში კორონავირუსისგან  ამ დროისთვის სულ 69 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

ქვეყანაშ კორონავირუსი 296 ადამიანს აქვს დადასტურებული, აქედან 3 გარდაიცვალა. 

კომენტარები