პაციენტების მდგომარეობა

ბოჭორიშვილის კლინიკაში 13 წლის მოზარდი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორის, მაკა სოლოღაშვილის, თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსისგან 13 წლის მოზარდი გამოჯანმრთელდა. ის კლინიკას დღეს დატოვებს.

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში ბოქსირებულ განყოფილებაში სულ 54 პაციენტი მკურნალობს, აქედან 21 კორონავირუსით დაინფიცირებულია, მათგან 8 - არასრულწლოვანია.

სოლოღაშვილის თქმითვე, დაინფიცირებული პაციენტებიდან ხუთის მდგომარეობა საყურადღებოა.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 296 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 68 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები