კორონავირუსი

ზალკალიანი: ბარსელონაში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის, ინფორმაციით, ბარსელონაში საქართველოს მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა. მისი თქმით, გარდაცვლილს თანმხლები ონკოლოგიური დაავადებები ჰქონდა. 

"გარდაიცვალა ჩვენი მოქალაქე ბარსელონაში კორონავირუსით, 1965 წელს დაბადებული, რომელიც გახლდათ ონკოპაციენტი და მას ჰქონდა გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა. საქართველოს საელჩო ბარსელონაში არის მის ოჯახთან მუდმივ კავშირზე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაკრძალვის ნორმები იყოს დაცული და ოჯახთან შეთანხმებით მოხდება დაკრძალვის პროცედურების განხორციელება"- თქვა მინისტრმა. 

ჯამში, უცხოეთში COVID-19-ით საქართველოს 7 მოქალაქეა გარდაცვლილი.

საქართველოს ერთი მოქალაქე კორონავირუსით ნიუ-იორკში გარდაიცვალა. COVID-19-ით ესპანეთში საქართველოს 3 მოქალაქე დაიღუპა - 74 წლის ქალი, 65 წლის კაცი და ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მე-5 მოქალაქე დიდ ბრიტანეთში ემსხვერპლა ვირუსს. 10 აპრილს, COVID-19-ით სტრასბურგში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

კომენტარები