პაციენტების მდგომარეობა

ეზუგბაია: ინფექციურში კვლავ რჩება ორი ძალიან მძიმე, პრობლემური პაციენტი

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში კვლავ რჩება ორი პაციენტი, რომელთა მდგომარეობაც ძალიან მძიმეა. მისივე თქმით, ერთთან დასტაბილურების ნიშნებია, მეორესთან კი ჯერჯერობით  - არა.

"დანარჩენი მძიმე პაციენტების შემთხვევაში, დაავადება არ პროგრესირებს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ, ალბათ, მათი გამოსავალი კეთილსაიმედო იქნება; არ გახდება არცერთი კრიტიკული და მათთანაც დროულად დაიწყება გამოჯანმრთელება," - ამბობს ეზუგბაია.

რაც შეეხება ახალ ინფიცირებულებს, ეზუგბაია ამბობს, რომ, ძირითადად,  რეგიონებიდან არის.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 266 შემთხვევაა დადასტურებული, აქიდან 67 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 კი - გარდაიცვალა.

კომენტარები