ეკლესია და კორონავირუსი

კახიძე: ეკლესია დემონსტრაციულად არღვევს წესებს, ხელისუფლება დემონსტრაციულად არ რეაგირებს

იმას, რაც საქართველოში ხდება, სხვაგან ვერ ნახავთ.

სრული კარანტინის დროს ეკლესია დემონსტრაციულად არღვევს წესებს, ტაძრებში კრებს ხალხს, რომელთაც აზიარებს საერთო კოვზით, აკოცნინებს ჯვრებსა და ხატებს.

ამაზე ხელისუფლება ასევე დემონსტრაციულად არ რეაგირებს, სამაგიეროდ, აჯარიმებს ოჯახის წევრებს, კეტავს პარკებს და მაღაზიებს, ზომავს სიცხეს...

ასეთი აშკარა უსამართლობა კანონის უზენაესობას და შესაბამისად, სახელმწიფოს ძირს უთხრის.

ლოგიკურად, უნდა ვიფიქროთ, რომ ხელისუფლებას ეს ამბავი აწუხებს,

მაგრამ...

შეგახსენებთ, რომ ამ ქვეყნის მმართველი ივანიშვილისთვის საქართველო არ არის სახელმწიფო, ის არის მისი სამშობლო, ცვრიანი ბალახი, მთა, მდელო, ხე და დენდრო პარკი.

ამიტომ აქებენ გომელაური და წულუკიანი ეკლესიას, რადგან მათ არ აინტერესებთ სახელმწიფო ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა.

რადგან ასეთია ბიძინას დაკვეთა.

ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე კორონავირუსის გავრცელების საფრთხის პირობებში ეკლესიის ქმედებებზე და ხელისუფლების რეაგირებაზე.

კომენტარები