კორონავირუსი საფრანგეთში

ბოლო 24 საათის განმავლობაში საფრანგეთში COVID-19-ით 987 ადამიანი გარდაიცვალა

Reuters

ბოლო 24 საათის განმავლობაში საფრანგეთში კორონავირუსით 987 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვალების 13 197 შემთხვევაა დადასტურებული. 

მიუხედავად ამისა, საფრანგეთში იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არიან მოთავსებული, მეორე დღეა, იკლებს.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით საფრანგეთს ორი ქვეყაანა, იტალია და აშშ უსწრებს. იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების 18 849 შემთხვევაა დადასტურებული, აშშ-ში კი COVID-19-ს 18 430 ადამიანი ემსხვერპლა. 

ჯამში, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 124 869 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 24 932 ადამიანი გარდაიცვალა. 

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა. გამოჯანმრთელებულია 375 221 ადამიანი.

კომენტარები