ბორის ჯონსონი

ბორის ჯონსონმა ინტენსიური თერაპიის განყოფილების დატოვების შემდეგ პირველად გაიარა

ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის, პრესსპიკერის ინფორმაციით, ინტენსიური თერაპიის განყოფილების დატოვების შემდეგ ბორის ჯონსონმა პირველად გაიარა და მას პერიოდულად შესვენებით მცირე მანძილზე გადაადგილება შეუძლია

"ის თავის ექიმებს ესაუბრა და კლინიკის მთელ ჯგუფს მადლობა გადაუხადა არაჩვეულებრივი დახმარებისთვის, რომელიც გაუწიეს", - თქვა პრესსპიკერმა.  

ბოლო ინფორმაციით, ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ყოფნის დროს მას სასუნთქი აპარატი არ დასჭირვებია.

ბორის ჯონსონმა, რომელსაც COVID-19-ით ინფიცირება 27 მარტს დაუდასტურდა, ინტენსიური თერაპიის განყოფილება 9 აპრილს დატოვა. ის კლინიკაში 6 აპრილს გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც დღის განმავლობაში მისი მდგომარეობა გაუარესდა. 

მანამდე, 10 დღის განმავლობაში ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში იყო და სახლიდან უძღვებოდა მთავრობის საქმიანობას.

კომენტარები