ბორის ჯონსონი

ჯონსონი: თუ უკრაინა დამარცხდა, საფრთხე უფრო სერიოზული იქნება

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდონ. მისი თქმით, სამხედრო დახმარება უკრაინელებს ომში გამარჯვებაში დაეხმარება, რაც "გადამწყვეტი იქნება დასავლეთის უსაფრთხოებისთვის".

"თუ ჩვენ ვერ გავაძევებთ პუტინს უკრაინიდან, თუ უკრაინელები წააგებენ, მაშინ საფრთხე მთელი ევროატლანტიკური უსაფრთხოების ზონისთვის, შეერთებული შტატებისთვის უფრო სერიოზული იქნება". - ამბობს ჯონსონი.

ჯონსონის თქმით, უკრაინას მეტი ტანკი და შორ მანძილზე მოქმედი არტილერია სჭირდება. ამასთან, შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს F-16 თვითმფრინავები უნდა გადასცენ. მისივე თქმით, თვითმფრინავი ერთი წლის წინ რომ გაეგზავნათ, უკრაინა გაცილებით ახლოს იქნებოდა ომის დასასრულამდე.

კომენტარები