ბორის ჯონსონი

ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი: ჯონსონი საწოლში წამოჯდა და კლინიკის თანამშრომლებს ესაუბრა

ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა თქვა, რომ პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.

"ის საწოლში წამოჯდა და კლინიკის თანამშრომლებს ესაუბრა." თქვა სუნაკმა - "პრემიერმინისტრის ამბავი შეგვახსენებს, რომ ვირუსი ადამიანებს არ განარჩევს."

ჯონსონი კვლავ ცენტრალური ლონდონის წმინდა თომას ჰოსპიტალის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 6 აპრილს გადაიყვანეს, მას შემდეგ რაც დღის განმავლობაში მისი მდგომარეობა გაუარესდა. როგორც მისი წარმომადგენლობა აცხადებს, ეს ზომები პრევენციულია და ჯონსონს მართვისი სუნთქვის აპარატი ჯერ არ დასჭირვებია.

ბორის ჯონსონმა 27 მარტს გავრცელებულ მიმართვაში თქვა, რომ კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. მომდევნო ათი დღის განმავლობაში ის თვითიზოლაციიდან უძღვებოდა მთავრობის საქმიანობას, თუმცა მაღალი ტემპერატურისა და სხვა შენარჩუნებული სიმპტომების გამო 5 აპრილის საღამოს ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები