კორონავირუსი ესპანეთში

ესპანეთში COVID-19-ით ბოლო 24 საათში 743 ადამიანი გარდაიცვალა

euronews

ესპანეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 743 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში, COVID-19-ით გარდაცვლილია 13 798 ადამიანი. 

ქვეყანაში 6 აპრილის 24 საათის განმავლობაში გარდაცვლილთა მაჩვენებელი 638 ადამიანი იყო. ეს რაოდენობა ყველაზე დაბალია 24 მარტის შემდეგ. 

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით 140 510 ადამიანი დაინფიცირდა - 3 835 ბოლო 24 საათის განმავლობაში. გამოჯანმრთელდა 43 208. 

კორონავირუსთან დაკავშირებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 13 მარტს გამოცხადდა. შეზღუდულია ადამიანებისა და ტრანსპორტის გადაადგილება, დაკეტილია ყველა მაღაზია. მუშაობას მხოლოდ სუპერმარკეტები და აფთიაქები აგრძელებენ.

კომენტარები