ახალი კორონავირუსი საქართველოში

ჩხენკელი: სემესტრი არ ჩავარდება, ეროვნული გამოცდების ფორმატის ცვლილება არ განიხილება

საქართველოს მთავრობა

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, 2020 წლის სასწავლო სემესტრი არ ჩავარდება. მისი თქმით, ამის საშუალებას ტელესკოლა და ონლაინ სწავლების ფორმატი იძლევა.

"საქართველოს პირველ არხთან ერთად განხორციელებული პროექტი ტელესკოლა განკუთვნილია ყველასთვის, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ინტერნეტთან წვდომა.

ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის ჩარჩო დოკუმენტში დეტალურად არის განხილული დისტანციური სწავლების სხვა ღონისძიებებიც, კერძოდ, ის პროგრამები რომელიც სკოლების მიერ არის გამოყენებული დისტანციური სწავლებისთვის, როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ რეჟიმში, მაიკროსოფთის პროდუქტები და სხვა საკომუნიკაციო პლატფორმებიც. მინდა, მადლობა გადავუხადოყველას, ვინც ჩართულია დისტანციურ სწავლებაში, განსაკუთრებით, ყველა მასწვლებელს ასეთი მონდომებით, შემოქმედებითი მიდგომით იღებენ მონაწილეობას როგორც ონლაინ სწავლების, ისე ტელესკოლის მნიშვნელოვან პროექტში. ტელესკოლა და ონლაინ ფორმატი ჩვენ საშუალებას გვაძლევს რომ ეს სემესტრი აუცილებლად შედგება და არცერთ შემთხვევაში არ ჩავარდება,- თქვა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, არ განიხილება ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატის ან თარიღების ცვლილება.

„ტელესკოლის პროექტის ფარგლებში, განსაკუთრებული როლი ენიჭება აბიტურიენტის საათს, სადაც აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ჩვენი წამყვანი სპეციალისტებისგან კონსულტაციებს იღებენ. ჩვენი სამინისტროს გადაწყვეტილებით, გავახანგრძლივეთ ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ვადა, მაგრამ ეს არანაირად არ ეხება თვითონ ეროვნული გამოცდების თარიღებს. ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება,“ - თქვა განათლების მინისტრმა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში სწავლა პირველი მარტიდან შეწყვეტილია.

კომენტარები