ახალი კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით ინფიცირებული 3 ახალი პირი ბათუმშია, 2-ს საკარანტინე ზონიდან დაუდასტურდა, 1-ს საზღვარზე

იმედი

კორონავირუსის დღეს, 6 აპრილს გამოვლენილი 18 ახალი შემთხვევიდან 3 ბათუმში, კლინიკა მედ ალფაშია მოთავსებული.

აჭარის აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ თქვა, რომ სამივე შემთხვევა იმპორტირებულია - 2 თურქეთიდან, 1 - ევროპიდან.

"სამივეს მდგომარეობა არის საშუალო და მსუბუქი ხასიათის. სამივე პაციენტი 45 წლის ასაკამდეა. ისინი გადიან შესაბამის დიაგნოსტიკურ კვლევებს, რის შემდეგაც დაიწყება მკურნალობა.

2 პირი იმყოფებოდა საკარანტინე სივრცეში, 1-ის გადაყვანა ბათუმისა აეროპორტის სასაზღვრო პუნქტიდან გადაიყვანეს კლინიკაში, სხვა ადამიანებთან მას შეხება არ ჰქონია. ის იყო იზოლორებული, თუმცა, ყველა მგზავრის შესახებ ინფორმაცია არის მოძიების ფაზაში, საჭიროების შემთხვევაში ყველას ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ჩატარდება", - თქვა მან.

ნიჟარაძისვე განცხადებით, აჭარაში დღის განმავლობაში კიდევ 7 შემთხვევის ანალიზის პასუხებს ელოდებიან.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 14-ით გაიზარდა და 188 შეადგინა. ინფორმაცია 10:10 საათზე განახლდა.

მათგან 5 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ისინი საავადმყოფოს არსებული პაციენტების კონტაქტები არიან.

2 პაციენტი იმყოფება ბოჭორიშვილის კლინიკაში. როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, მაკა სოლოღაშვილმა თქვა, ორივე შემთხვევაში ინფიცირების წყარო დადგენილია.

სულ საქართველოში ახალი კორონავირუსისგან 36 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია - 5056 ადამიანი.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386;

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1 მილიონს გადააჭარბა.

კომენტარები