კორონავირუსი

სეულში ეკლესიის მსახურებას ავტომობილებიდან გადაუსვლელად ესწრებიან [VIDEO]

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ერთერთი ქრისტიანული ეკლესიის მსახურებას ავტომობილებიდან გადაუსვლელად ესწრებიან.

სეულის ქალაქის ეკლესია მსახურებაზე დამსწრეთა მსურველებს თავიანთი ავტომობილებით ღია სივრცეში შეკრებას და ავტომობილებიდან გადაუსვლელად ლოცვის მოსმენას სთავაზობს.

ეკლესიის განცხადებით, მსახურებაზე 150 ავტომობილი ესწრებოდა, სადაც დაახლებით 300 ადამიანი იმყოფებოდა. ჩვეულებრივ, ეკლესიაში მსახურებას 400-დან 500-მდე მორწმუნე ესწრება.

სამხრეთ კორეაში რელიგიური დაწესებულებების უმეტესობა მსახურებას ონლაინ ატარებს. ქვეყანამ სოციალური დისტანციის ზომები კიდევ ორი კვირით გაახანგრძლივა.

სამხრეთ კორეა, ჩინეთის შემდეგ, აზიაში ახალი კორონავირუსის გავრცელების ყველაზე დიდი კერა იყო, თუმცა ქვეყანამ ამ დროისთვის მოახერხა, რომ ყოველდღიურად ვირუსით დაავადების დაახლოებით 100 ან ნაკლები ახალი შემთხვევა აქვთ.

5 აპრილის მონაცემებით, სამხრეთ კორეაში ახალი ვირუსით დაავადების 10 156 შემთხვევა დადასტურდა. აქედან 94 ბოლო 24 საათში. ახალ კორონავირუსს ქვეყანაში 183 პირი ემსხვერპლა. 6 325 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია, აქედან 300-ზე მეტი ბოლო 24 საათში.

სამხრეთ კორეა ერთერთია იმ ქვეყნებიდან, სადაც ვირუსის შესაკავებლად აგრესიული ტესტირების ხერხს მიმართავენ. ქვეყანაში უკვე 400 000-ზე მეტი ტესტი ჩაატარეს - 1მლნ კაცზე დაახლოებით 6 148.

კომენტარები