კორონავირუსი ესპანეთში

ბოლო 24 საათში ესპანეთში 674 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 6023 ახალი შემთხვევა

euronews

ბოლო 24 საათში ესპქნეთში ახალი კორონავირუსით 674 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში ვირუსული ინფექციას 12 418 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოვლინდა COVID 19-ით ინფიცირების 6023 ახალი შემთხვევა.

ესპანური მედიის "EL PAIS"-ის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კლებულობს.

ესპანეთში ვირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაცვენებელი 2 აპრილს დაფიქსირდა, 1 დღეში 950 ადამიანი გარდაიცვალა.

ვირუსუს გავრცელებიდან დღემდე ესპანეთში სულ 130 759 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 38 080 გამოჯანმრთელდა, 6 532 პირის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.

5 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული 1 212 941 შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 253 552, ხოლო გარდაიცვალა 65 600 ადამიანი.

კომენტარები