კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: ორი ორსული ქალის და მათი ნაყოფების მდგომარეობა სტაბილურია

საქართველოს მთავრობა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, ორი ორსული ქალის და მათი ნაყოფის მდგომარეობა სტაბილურია. 

"ორსული, რომელიც იყო 22 კვირის, უკვე 23-ე კვირაშია. მისი და ნაყოფის მდგომარეობა სტაბილურია. ბოლო 48 საათია ცხელება არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება 8 კვირის ორსული, 19 წლის ქალბატონი, მისი და ნაყოფის მდგომარეობა ფასდება სტაბილურად"- თქვა რატიანმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 170-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანრთელდა 36 ადამიანი, გარდაიცვალა 2. 

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები