4 აპრილის დილით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდზე - Stopgov.ge - რამდენიმე წუთის წინ განთავსდა. სულ ბოლო 24 საათში Covid 19 რვა პაციენტს დაუდასტურდა.
ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 156 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 28 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. აკრძალულია სამ პირზე მეტის შეკრება, შეწყვეტილია ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გადაადგილება მხოლოდ პირადი მანქანით, ან ტაქსით არის შესაძლებელი, რომელშიც მაქსიმუმ სამი მგზავრი იქნება. დაიკეტა ყველა სავაჭრო დაწესებულება სასურსათო ობიექტების, აფთიაქების, ბანკების, ფოსტის გარდა. 21:00-დან 06:00-მდე ქვეყანში კომენდანტის საათი მოქმედებს. მკაცრ საკარანტინო რეჟიმშია მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები.





