საქართველოს საპატრიარქო

დეკანოზი ჯაღმაიძე მამა შალვაზე: არ არის სწორი პოზიცია, არ იყო საპატრიარქოსთან შეთანხმებული

მთავარი არხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მამა შალვა კეკელიას მიერ გაკეთებული განცხადება, რომ აღდგომის ღამეს მრევლი ტაძარში 21:00 საათამდე მივა და 96:00 საათის შემდეგ წავა, ნაჩქარევი იყო და საპატრიარქოსთან პოზიციას არ წარმოადგენს.  

დეკანოზმა ჯაღმაიძემ სასულიერო პირებს მოუწოდა, ნაადრევად განცხადებები არ გააკეთონ.

"მან იჩქარა [...] არ არის სწორი პოზიცია, რომ 9 საათიდან 6 საათამდე ვინმე იქნება ტაძარში. არ გაუკეთებია საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება. ეს იყო ერთ-ერთი სასულიერო პირის მიერ გაკეთებული კომენტარი და მან თქვა, რომ მისი მოსაზრებაა, ეს არ წარმოადგენს ოფიციალურ პოზიციას და არ წარმოადგენს არავისთვის სახელმძღვანელო ინსტრუქციას", - თქვა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.   

დეკანოზ ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქო სააღდგომო ღამისთვეის ლიტურგიასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით განმარტებას არ იძლევა, თუ როგორი იქნება ის. 

"დაველოდებით სააღმდგომო დღეების მოახლოებას. ჩვენ კარაგდ გვახსოვს პრემიერმინისტრის კომენტარი, მან ბრძანა, რომ ყველაფერს იღონებენ, რათა სააღდგომოდ ეს პრობლემა იყოს გადაჭრილი. აი, ამ იმედით, ჩვენც ვლოცულობთ და ველოდებით ამ დღეების მოახლოებას", - თქვა ჯაღმაიძემ. 

გუშინ, 2 აპრილს, დეკანოზმა შალვა კეკელიამ თქვა, რომ კომენდატის საათის პირობებშიც შესაძლებელია მრევლი სააღდგომო ღამისთევის ლიტურგია დაესწროს ტაძრებში. მისი თქმით, ადამიანები 21:00 საათამდე მივლენ ეკლესიაში, გადანაწილდებიან, ტაძარში იქნება მონიშნული ადგილები და დილის 06:00 საათის შემდეგ წავლენ სახლებში.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე მოქმდებეს ე.წ კომენდანტის საათი. აკრძალულია სამ კაცზე მეტის შეკრება. 

სააღდგომო ღამისთევის ლიტურგია 23:00 საათზე იწყება და დილამდე გრძელდება. 

 

კომენტარები