კორონავირუსი

კობახიძე: რესურსი გვაქვს, რომ არც ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე და არც რწმენის თავისუფლებას

[საპატრიარქოსთან] კონსულტაციების საფუძველზე ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საუკეთესო გადაწყვეტას მივაღწევთ. ეს არის ჩვენი ამოცანა. კონსულტაციები გაგრძელდება და ამ კონსულტაციების საფუძველზე უნდა მიიღოთ ისეთი სურათი, რომელიც ერთი მხრივ, არ შეუქმნის ადამიანების ჯანმრთელობას პრობლემას და მეორე მხრივ, ეკლესიას მისცემს რწმენის თავისუფლების სარგებლობის საშუალებას. ამის ყველანაირი რესურსი არსებობს და ამის მთავარი ინსტრუმენტი იქნება კონსულტაციები

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე კითხვაზე, საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის პირობებში, როგორ ჩატარდება აღდგომის დღესასწაული და მიდის თუ არა ამ საკითხზე საპატრიარქოსთან მოლაპარაკება. აღსანიშნავია, რომ პატრიარქის ბოლო მიმართვის მიხედვით, კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, ეკლესია არ აპირებს წირვა-ლოცვების შეჩერებას და ზიარებაც კვლავ ერთი კოვზით მოხდება.

კომენტარები