კორონავირუსი

საფრანგეთში კორონავირუსით ერთ დღეში 509 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში - 4,032

Reuters

გასულ 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსით 509 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყანაში ერთ დღეში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 1 აპრილის მონაცემებით, ჯამში საფრანგეთში 4,032 პაციენტი დაიღუპა, გამოვლინდა ინფიცირების 56,989 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 10,934 ადამიანი.

აქტიური 42,023 შემთხვევიდან ქვეყანას ყველაზე მეტი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ჰყავს - 5,565, რაც 13%-ზე მეტია.

იტალიის, ესპანეთის და აშშ-ის შემდეგ, საფრანგეთში COVID 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ყველაზე მაღალია.

კომენტარები