კორონავირუსი

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 100 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა.

ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 102 136 შემთხვევაა დადასტურებული - 6 213 ბოლო 24 საათის განმავლობაში. ქვეყანაში კორონავირუსისგან 22 647 ადამიანი გამოჯანმრთელდა.  

ესპანეთი მესამე ქვეყანაა, სადაც ინფიცირების შემთხვევები 100 000-ზე მეტია. აშშ-ში 188 639 დადასტურებული შემთხვევაა, იტალიაში კი 105 792.

24 საათის განმავლობაში, COVID-19-ით ესპანეთში 864 ადამიანი გარდაიცვალა. 5 დღეა, ესპანეთში ერთ დღეში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 800-ზე მეტია.  

კორონავირუსთან დაკავშირებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 13 მარტს გამოცხადდა. შეზღუდულია ადამიანებისა და ტრანსპორტის გადაადგილება, დაკეტილია ყველა მაღაზია. მუშაობას მხოლოდ სუპერმარკეტები და აფთიაქები აგრძელებენ.

კომენტარები