აშშ-ში, ქალმა თავისი ოქროს რეტრივერი ისე გაწვრთა, რომ ცხოველს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისა და გულის პრობლემების მქონე 71 წლის მეზობლისთვის ყოველდღე საკვები მიეტანა.
შემთხვევა კოლორადოში მოხდა.
"მე COPD [ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება] და გულის პრობლემები მაქვს - ყველაფერი, რაც ჩემი ასაკის ადამიანს ახალი კორონავირუსის რისკ-ჯგუფში ამყოფებს. უკანასკნელი სამი კვირა სახლში მაქვს გატარებული", - თქვა მეზობელმა რენი ჰელმანმა.
სწორედ იმიტომ, რომ რენი ჰელმანი რისკ-ჯგუფს წარმოადგენს და მისი გარეთ გამოსვლა არ შეიძლება, კარენ ეველეთმა მისთვის პროდუქტების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.
"მე მისთვის სადილებსაც ვაკეთებ და სანდენსს [ძაღლი] უკან ცარიელი ჭურჭელიც მოაქვს", - თქვა კარენ ეველეთმა.
მისი თქმით, ეს იდეა მას შემდეგ დაებადა, რაც ინტერნეტში წაიკითხა, რომ ძაღლები საავადმყოფოში მოთავსებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ.
"მე ვიფიქრე, რომ მყავდა ძაღლი, რომელსაც შეეძლო დახმარება. მე მას [მეზობელს] ვუთხარი ამის შესახებ. ვიცოდი, რომ კვირაში ერთხელ და აკითხავდა, თუმცა იზოლირების შემდეგ ისიც აღარ მოდიოდა. ამიტომ, გადავწყვიტე მისი პროდუქტებიც მე შემეძინა და ისიც დამთანხმდა", - თქვა მან.




![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)
