კორონავირუსი

ესპანეთში COVID-19-ით 24 საათში 849 ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში ერთ დღეში კორონავირუსით 849 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ეს ქვეყანაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 8 189-მდე გაიზარდა. 

ესპანეთში, იტალიის შემდეგ, ევროპაში COVID-19-ით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა და გარდაცვალებაა დაფიქსირებული. 

გამოვლინდა ინფიცირების 6 461 ახალი შემთხვევა. ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 95 417 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 19 259 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსთან დაკავშირებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 13 მარტს გამოცხადდა. შეზღუდულია ადამიანებისა და ტრანსპორტის გადაადგილება, დაკეტილია ყველა მაღაზია. მუშაობას მხოლოდ სუპერმარკეტები და აფთიაქები აგრძელებენ.

კომენტარები