კორონავირუსი

იმნაძე: ნიუ-იორკში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

ნიუ-იორკში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ეს საზღვარგარეთ COVID-19-ით საქართველოს მოქალაქეის გარდაცვალების მე-5 შემთხვევაა. 

"ეს არის ნიუ-იორკში მცხოვრები მამაკაცი - 64 წლის. საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო ოჯახთან არიან კავშირზე", - თქვა იმნაძემ. 

პაატა იმნაძის თქმით, კაცს თანმხლები სხვა დაავადებები ჰქონდა. 

COVID-19-ით ესპანეთში საქართველოს 3 მოქალაქე გარდაიცვალა - 74 წლის ქალი, 65 წლის კაცი და ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მე-5 საქართველოს მოქალაქე დიდ ბრიტანეთში გარდაიცვალა.

კომენტარები