პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, 2 რეანიმაციული პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
"პაციენტი, რომელიც კრიტიკული მდგომარეობით იყო შემოსული. მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომით და ყველა გართულებით, რომელიც ამ დაავადებისთვის იყო დამახასიათებელი, ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ ომში მეტნაკლებად გავიმარჯვეთ. ვინაიდან პაციენტი გახდა კონტაქტური, ადეკვატური და დღის ბოლოსთვის შეიძლება მოიხსნას პაციენტი აპარატიდან"- თქვა რატიანმა.
რაც შეეხება 80 წლის ქალს, რატიანი ამბობს, რომ დადებითი დინამიკა აღენიშნება და შესაძლოა, რამდენიმე დღეში აპარატიდან მოიხსნას.
"ამ ქალბატონთანაც მინდა გითხრათ, რომ ჩატარებული კვლევებით, სუბიექტური და ობიექტური მონაცემებით, დადებით დინამიკას მივაღწიეთ. დემოდინამიკა გახდა სტაბილური. გამარტივდა შედარებით სუნთქვითი პარამეტრები. ჩვენი გამარჯვებაა რომ ქალბატონი ამ ეტაპამდე ცოცხალია. ვიტალური ფუნქციები უკეთესია და იმედია, ასეც გაგრძელდება და რამდენიმე დღეში მოიხსნება აპარატიდან"- თქვა რატიანმა და აღნიშნა, რომ ორსული ქალის მდგომარეობაც მკვეთრად დადებითია.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ ეტაპზე ჩვენს77 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, აქედან 17 არის ინფიცირებული.





