კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: დღეს, 31 მარტს, კიდევ რამდენიმე ათეული პაციენტი დატოვებს კლინიკას

ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში 77 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, საიდანაც 17 არის ინფიცირებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში ლუგარის ლაბორატორიიდან არც ერთი დადებითი ტესტი არ მოსულა, რაც გვახარებს და აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს კიდევ რამდენიმე ათეული პაციენტი დატოვებს კლინიკას. ჩაუტარდებათ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები და თუ იქნა ის მომენტი, რომ ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტს შეესაბამება და უნდა დატოვონ ჩვენი დაწესებულება და გადავიდნენ საკარანტინო ზონაში, დღის პირველ ნახევარში, დაახლოებით 30 ასეთი პაციენტი დატოვებს კლინიკას

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი

კომენტარები