ეკონომიკური ზრდა

საქსტატი: თებერვალში ეკონომიკა 2.2%-ით გაიზარდა

საიმონ დოუსონი / Bloomberg

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2020 წლის თებერვალში საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.2%-ით გაიზარდა.

იანვარ-თებერვლის საშუალო ზრდა 3.7%-ს შეადგენს, წინა თვეში მშპ 5.1%-ით გაიზარდა.

თებერვალში ზრდა შეინიშნებოდა საბითუმო და საცალო ვაჭრობის, ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობებში.

კლება აღირიცხა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში.

კომენტარები