კორონავირუსი

17 მარტის შემდეგ, იტალიაში Covid 19-ით ინფიცირების ყველაზე ნაკლები ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Forbes

17 მარტის შემდეგ, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე ნაკლები ახალი შემთხვევა დღეს დადასტურდა. კერძოდ, 30 მარტს ქვეყანაში Covid 19-ით ინფიცირების 4,050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ერთ დღეში ინფიცირების ამაზე ნაკლები შემთხვევები ბოლოს 17 მარტს - 3526 იყო. გთავაზობთ ბოლო ორი კვირის სტატისტიკას:

  • 17 მარტი - 3526 ახალი შემთხვევა
  • 18 მარტი - 4207 ახალი შემთხვევა
  • 19 მარტი - 5 322 ახალი შემთხვევა
  • 20 მარტს - 5 986 ახალი შემთხვევა
  • 21 მარტს - 6557 ახალი შემთხვევა
  • 22 მარტი - 5560 ახალი შემთხვევა
  • 23 მარტი - 4,790 ახალი შემთხვევა.
  • 24 მარტი - 5 249 ახალი შემთხვევა
  • 25 მარტი - 5210 ახალი შემთხვევა
  • 26 მარტი - 6,153 ახალი შემთხვევა
  • 27 მარტი - 5909 ახალი შემთხვევა.
  • 28 მარტი - 5974 ახალი შემთხვევა
  • 29 მარტი - 5 217 ახალი შემთხვევა
  • 30 მარტი - 4050 ახალი შემთხვევა

იტალია 10 მარტიდან მთლიანად კარანტინის ზონად არის გამოცხადებული. 21 მარტიდან, ლომბარდიაში, იტალიის კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონში, ჩაკეტვის ზომების გატარების უზრუნველყოფაში სამხედროებიც ჩაერთნენ. იტალიაში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 8%-ია. ეს გაცილებით მაღალი მონაცემია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 99%-ზე მეტს სხვა დაავადება სჭირდა. ახალი ვირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 79.5 წელია, ინფიცირებულთა - 63 წელი. დაღუპულთა 75%-ზე მეტს მაღალი წნევა ჰქონდა, დაახლოებით 35%-ს - დიაბეტი, 1/3-ს კი, გულის დაავადება აწუხებდა.

იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა მხოლოდ 0.8%-ს არ ჰქონდა რამე დაავადება. 48.5%-ს სამი ან მეტი დაავადება სჭირდა, 25.6%-ს - ორი, ხოლო 25.1%-ს - ერთი მაინც. 

აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგად, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 18%-ის მონაცემები შეისწავლეს.

30 მარტის მონაცემებით, იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 100 000-ს გადაცდა. დაიღუპა 11,591 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 14,620.

კომენტარები