კორონავირუსი

გალიდან ზუგდიდის საავადმყოფოში გადაყვანილ 50 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

liberali.ge

გალიდან ზუგდიდის საავადმყოფოში გადაყვანილ 50 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, რითაც ინფიცირების შემთხვევები 103-მდე გაიზარდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას თქმით, ქალი აფხაზეთში მოსკოვიდან ჩავიდა, რის შემდეგაც, გალის რაიონის სოფელ საბერიოდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანა.

"საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მისი ყველა კონტაქტი დადგენილია" - ამბობს მოწერელია. 

ამ დროისთვის კორონავირუსი საქართველოში 103 ადამიანს აქვს დადასტურებული. აქედან 20 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. 

კომენტარები