კორონავირუსი

გახარია: საყოველთაო კარანტინის თავიდან აცილება გვინდა, ჩვენი ეკონომიკა ვერ შეძლებს

საყოველთაო კარეანტინი გვინდა თავიდან ავიცილოთ. ეს ნიშნავს ჩვენი მოქალაქეებისთვის სახლიდან გამოსვლის აკრძალვას.ეს დღეს ობიექტური რეალობაა ევროპის ბევრ დედაქალაქში. ჩვენ საბედნიეროდ, ვთვლით, რომ ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა იმის, რომ გავუმკლავდეთ ამ გამოწვვას ისე, რომ საბოლოოდ არ შევზღუდოთ ეკონომიკური აქტივობები ამ ქვეყანაში. ამიტომ ვცდილობთ, დავიჭიროთ ბალანსი. ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკა ვერ შეძლებს, ჩვენს ეკონომიკას არ აქვს იმხელა რეზერვები, რომ თვეების განმავლობაში უმუშევრობის და ეკონომიკის გაჩერების პირობებში ასუბსიდიროს თითოეული მოქალაქე. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა.

პრემიერმინისტრი გიორგი გახარიას თქმით, შეზღუდვები, რომლებიც 31 მარტიდან ქვეყანაში წესდება, არის არა საყოველთაო, არამედ, "ფაქტობრივად საყოველთაო" კარანტინი. კერძოდ, ჩერდება ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მოქალაქეებს გადაადგილება მხოლოდ ტაქსით ან საკუთარი მსუბუქი ავტომობილით შეეძლებათ. 21:00-დან 06:00-მდე პერიოდში წესდება ე.წ კომენდატის საათი და იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით გადაადგილება. ამ დროს მხოლოდ აფთიაქები იმუშავებენ. ე.წ კომენდატის საათში მოძრაობა მხოლოდ იმ ავტომობილებს შეეძლებათ, რომლებიც სპეციალურ საშვებს მიიღებენ.

კომენტარები