კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, 31 მარტის 08:00-დან საქართველოში ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი წყვეტს მუშაობას. დილის 06:00-დან საღამოს 21:00-მდე შესაძლებელი იქნება პირადი ავტომობილებით ან ტაქსით გადაადგილება, ღამით კი, ე.წ საკომენდატო საათი წესდება. ამ პერიოდში მოძრაობა მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შეეძლებათ, რომლებსაც შესაბამისი საშვი ექნებათ.
"იმოქმედებს ცხელი ხაზი - 144, რომელზეც მოქალაქეებს, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლებს შეეძლებათ, მიიღონ დამატებითი განმარტებები. შეუძლიათ, ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ და განათავსონ განაცხადი ასეთი ტიპის საშვების მისაღებად და შესაბამისად, მიიღონ დასტური 21:00-დან დილის ექვს საათამდე გადაადგილებისთვის აუცილებელი საშვების მისაღებად" - თქვა ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.