ახალი კორონავირუსი

“უკეთესი დღეები წინ არის” - ელტონ ჯონმა კონცერტის დაწყებამდე ხალხს მიმართა

iHeart Living Room concert

გუშინ, 29 მარტს, ცნობილმა მომღერლებმა სახლებიდან 1-საათიანი კონცერტი გამართეს, რომელიც Fox-ზე გადაიცემოდა.

საღამოს წამყვანი ელტონ ჯონი იყო და მან კონცერტის დაწყებამდე ხალხს მიმართა.

"ყველა აქ ვართ, ერთად, სახლებში. თქვენ თქვენი ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანები გყავთ ახლოს, მე ჩემი. ჩვენ ერთმანეთზე ვზრუნავთ კრიზისის დროს", - თქვა მომღერალმა.

მისი თქმით, "შთამაგონებელია", როდესაც მშობლები მაინც ახერხებენ უმღერონ თავიანთ შვილებს დაბადების დღის სიმღერები და მასწავლებლები იზოლაციის პირობებში მაინც უტოვებენ მოსწავლეებს ჩანაწერებს - "ეს გვაჩვენებს, რომ როგორც კი ამას გავივლით, წინ უკეთესი დღეები იქნება".

"ნება მომეცით გითხრათ, რა ძალა გვაერთიანებს ჩვენ: ყველაფერი კარგი, რაც ახლა მსოფლიოში ხდება - ექიმები, ექთნები და მეცნიერები მოწინავე ხაზზე. ეს არის ცოცხალო მტკიცებულება იმისა, რომ სუპერგმირების უმეტესობა არ ატარებს მოსასხამს", - თქვა ელტონ ჯონიმ.

კონცერტში გარდა ელტონ ჯონისა მონაწილეობას იღებდნენ ბილი აილიში, ალიშა ქისი, მერაია ქერი, ბილი ჯო არმსტრონგი, The Backstreet Boys და ტიმ მაკგროუ მიიღებენ.

მომღერლებმა შემოწირულობებიც შეაგროვეს, რომლებიც Feeding America-ს და First Responders Children's Foundation-ს გადაერიცხებათ. ეს ორგანიზაციები ახალი კორონავირუსით დაზარებულ ზრდასრულ ადამიანებსა და ბავშვებს ეხმარებიან.

კომენტარები