კორონავირუსი საქართველოში

ხუნდაძე: პანიკის საფუძველი არაა, მაგრამ არ უნდა უნდა დაგვავიწყდეს, ხიფათი ახლოს დაგვსდევს

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიმყოფებით პრეკრიზისულ ფაზაში, ანუ ეს არის ყველაზე ურთულესი პერიოდის წინა ეტაპი, ვფიქრობ, მაჩვენებლები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ მივდივართ სტაბილურად. პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ არ უნდა უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხიფათი ძალიან ახლოს დაგვსდევს. ამ ეტაპზე კომენდანტის საათის შემოღების აუცილებლობა ნამდვილად არ არსებობს. მთავარია, ის რეკომენდაციები, რაც გაცემულია, შევასრულოთ. საბედნიეროდ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამ რეკომენდაციებს ასრულებს, მაგრამ არის მცირე ნაწილი, ვინც არასერიოზულად უყურებს პროცესს და შესაძლოა ეს მცირე ნაწილი იმ დიდი პასუხისმგებლიანი ნაწილისთვის აღმოჩნდეს მიზეზი იმისა, რომ ხიფათი რეალური და მასშტაბური გახდეს. 

უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შესახებ საუბრობს.

კომენტარები