კორონავირუსი

კანადაში COVID-19-ის სიმპტომებით პირები საჰაერო და სარკინიგზო ტრანსპორტით ვერ ისარგებლებენ

LA PRESSE CANADIENNE / NATHAN DENETTE Partagez via Facebook (Fenêtre modale)

კანადაში კორონავირუსის სიმპტომების მქონე პირები საჰაერო და სარკინიგზო ტრანსპორტით ვერ ისარგებლებენ. ამის შესახებ განცხადება კანადის პრემიემრინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ შაბათს, 28 მარტს გააკეთა

გადაწყვეტილება ძალაში ორშაბათს, 30 მარტს შევა. 

მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პირები საჰაერო და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობამდე სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. შემოწმების დროს მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კითხვებს დაუსვამენ, ასევე, სეამოწმებენ, ხომ არ აქვთ რაიმე სიმპტომი. მათ, ვისაც სიმპტომები აღმოაჩნდებათ, 14 დღის განმავლობაში მგზავრობა აეკრძალებათ. 

"თუ თქვენ გაქვთ გაციების ან COVID-19-ის სიმპტომები გაქვთ, თქვენ სახლში უნდა დარჩეთ, უნდა იყოთ იზოლაციაში, არ უნდა იმოგზაუროთ", - თქვა ტრუდომ. 

კანადაში კორონავირუსით 5 546 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 354 გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 55 პირი. 

კორონავირუსით დაინფიცირდა კანადის პრემიერის, ჯასტინ ტრუდოს ცოლიც, სოფი გრეგუარიც. ტრუდო თვითიზოლაციაში იყო.

კომენტარები