კორონავირუსი ესპანეთში

ესპანეთის ვიცე-პრემიერს კორონავირუსი დაუდასტურდა

ესპანეთის ვიცე პრემიერს, კარმენ კალვოს, კორონავირუსი დაუდასტურდა. მას ტესტის განმეორებით ჩატარება დასჭირდა, რადგან, მიუხედავად სიმპტომებისა, თავდაპირველ ტესტზე პასუხი უარყოფითი იყო.

მთავრობის განცხადებით, კალვოს მკურნალობენ და მისი მდგომარეობა მძიმე არაა.

დღეს ესპანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვმა 24 მარტთან შედარებით იკლო.

25 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში Сovid-19-ით ინფიცირების 5 552 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 443 შემთხვევა დაფიქსირდა. 24 მარტს, კი ესპანეთში 6 922 ინფიცირებისა და 680 გარდაცვალების ფაქტი იყო აღრიცხული.

დღევანდელი მონაცემები ასევე ნაკლებია 23 მარტს აღრიცხულ ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევებზეც.

მთლიანობაში, 25 მარტის მონაცემებით, ესპანეთში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულია 47 610 ადამიანი, გარდაცვლილია 3 443 ადამიანი და გამოჯანმრთელებულია - 5 367.

მთლიანობაში, ვირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებლით ესპანეთმა ჩინეთს გაუსწრო, სადაც 3 281 ადამიანია დაღუპული.

კომენტარები