როჯერ ფედერერი და მისი ცოლი 1 მილიონი ფრანკით შვეიცარიის გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარებიან

twitter.com/rogerfederer

როჯერ ფედერერი და მისი ცოლი, მირკა ფედერერი შვეიცარიის გაჭირვებულ ოჯახებს 1 მილიონი შვეიცარიული ფრანკით დაეხმარებიან - ამის შესახებ ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა დღეს დაწერა.

მისი თქმით, ეს დრო გამოწვევებით არის სავსე და არავინ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა.

"ეს არის გამოწვევებით სავსე დრო ყველასთვის და არავინ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა. მე და მირკამ გადავწყვიტეთ, რომ 1 მილიონი შვეიცარიული ფრანკით დავეხმაროთ ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს შვეიცარიაში. ჩვენი კონტრიბუცია მხოლოდ დასაწყისია. იმედი გვაქვს, რომ სხვებიც შემოგვიერთდებიან იმ ოჯახების დახმარებაში, რომლებსაც ეს სჭირდებათ. ერთად ჩვენ შეგვიძლია კრიზისის გადალახვა! იყავით ჯანმრთელად!", - წერს შვეიცარიელი ჩოგბურთელი.

25 მარტის მონაცემებით, შვეიცარიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 10 456 შემთხვევა არის დაფიქსირებული, გარდაცვლილია 145 ადამიანი და გამოჯანმრთელებულია - 131.

მსოფლიოს მასშტაბით გამოვლენილია 438 717 შემთხვევა, გარდაცვლილია 19 658 ადამიანი და გამოჯანმრთელებულია - 111 926.

კომენტარები