ავღანეთი

ქაბულში შეიარაღებული პირები, თვითმკვლელი ტერორისტები სიქების ტაძარს თავს დაესხნენ

REUTERS

25 თებერვალს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში უცნობი შეიარაღებული პირები და თვითმკვლელი ტერორისტები სიქის ტაძარს თავს დაესხნენ. ერთერთი პარლამენტარის თქმით, შენობაში დაახლოებით 150 ადამიანია.

ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ დაღუპულია ერთი ბავშვი და დაჭრილია 15 პირი, თუმცა მათი რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის, თარიქ არიანის თქმით, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ტერიტორია ჩაკეტეს. 

უსაფრთხოების ძალებმა ორი თავდამსხმელი მოკლეს და მათი თქმით, ტაძარში მყოფთა უმეტესობა გამოიყვანეს. ავღანეთის შსს-ს ინფორმაციით, ოპერაციის დასასრულებლად გარკვეული დრო დასჭირდებოდათ. უსაფრთხოების ძალებმა ტაძრის პირველი სართული უკვე დაიკავეს და წინ ნელნელა მიიწევდნენ, რათა მსხვერპლი თავიდან აერიდებინათ.

როგორც ავღანელი პარლამენტარი ანარკაი ქაურ ჰონარიარი ამბობს, ხალხი ტაძარში იმალებოდა და მათი მობილური ტელეფონები გამორთული იყო. 

ჯერჯერობით უცნობია, ავდამსხმელების რაოდენობა ან ვინები არიან ისინი.

ავღანელმა პარლამენტარმა, რომელიც სიქების წარმომადგენელიც არის, ნარენდერ სინგჰ ქჰალსამ თქვა, რომ მისი ინფორმაციით, მოკლულია ოთხი ადამიანი - "სამი თვითმკვლელი ტერორისტი შევიდა შენობაში. შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა დაიწყეს მაშინ, როდესაც ტაძარი მლოცველებით სავსე იყო".

NATO-ს დამხმარე თავდაცვის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, თავდასხმის საპასუხო ქმედებას სრულიად ავღანეთის ძალები ხელმძღვანელობდნენ და ასრულებდნენ, თუმცა ალიანსისგან გარკვეული რჩევა და დახმარება მიიღეს.

სიქები ავღანეთში, ჯამში დაახლოებით 300 ოჯახით, რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენენ. 2018 წელს ავღანეთში ქალაქ ჯალალაბადში სიქების რელიგიურ შეკრებას ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფება თავს დაესხა და 19 ადამიანი მოკლა.

თალიბანი 25 მარტის თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს.

თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც 24 მარტს აშშ-მა თქვა, რომ ავღანეთს მთავრობას 1 მილიარდი დოლარის დახმარებას შეუწყვეტდა იმ იმედგაცრუების გამო, რომ პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ და მისმა მეტოქემ აბდუა აბდულამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და თალიბანთან მოსალაპარაკებლად გუნდი ვერ ჩამოაყალიბეს.

შეგანხსენებთ, რომ აშშ-მა და თალიბანმა სამშვიდობო ხელშეკრულებას 29 თებერვალს მოაწერეს ხელი. აშშ-სა და თალიბანს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში 10 მარტს აშშ-მა ავღანეთიდან სამხედრო ძალების გაყვანა დაიწყო. მიუხედავად შეთანხმებისა თალიბანი თავდასხმებს აგრძელებს და შეთანხმების შემდეგ რამდენიმე დღეში აშშ-მა უკვე განახორციელა საპასუხო დარტყმები.

კომენტარები